რეკლამა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა – კონფლიქტისპირა სოფელში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს ადმინისტრაციული ერთეულის გამყოფი ხაზის სოფელ ეწერფელდში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და მათი ოჯახის წევრებთან, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სახელმწიფო სერვისებისა და უფასო იურიდიული დახმარების საკითხებზე.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღნიშნულ შეხვედრას მართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერპლთა დახმარების სააგენტოსთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით. შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთასა და პრევენციაზე, მსხვერპლთა დაცვის გარანტიებზე, პრაქტიკულ გამოცდილებაზე, შსს-ს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის როლზე.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ადგილზე იმყოფებოდნენ ლალი დევიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი. ქეთევან აბულაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი. თამარ კეპულაძე, ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი (ქუთაისის სამხარეო ოფისი) ნინო მინჯია, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელი (ზუგდიდის ბიურო) აქვე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.

Related posts

წალენჯიხასა და ჯვარში ინფრასტრუქრურული სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

რედაქტორი

“Energy Diet Smart” დაბალანსებული კვება ჯანსაღი ცხოვრების სტილის დასაკვიდრებლად (R)

რედაქტორი

სენაკში, 31 მარტს ღონისძიებები დაიგეგმა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი