სპორტი

ქართველი მებრძოლი ამირან გოგოლაძე ოქტაგონზე ბრაზილიელ მეტოქეს, ჰენდესონ ფერეირას დაუპირისპირდება

ხვალ 19 ივნისს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ქართველი მებრძოლი ამირან გოგოლაძე ოქტაგონზე გამოცდილ ბრაზილიელ მეტოქეს, ჰენდესონ ფერეირას დაუპირისპირდება.

ამირან გოგოლაძე აბუ-დაბიში, მთავარ მწვრთნელთან სამცხე ჯავახეთის შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის პრეზიდენტთან მიხეილ მესხთან ერთად იმყოფება. კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა და შედეგი რომელმაც, სპორტსმენის ცხოვრებაში ახალი ისტორია უნდა დაწეროს.

ამირან გოგოლაძე 9 თვიანი მოლოდინის შემდეგ დიდ ოქტაგონზე ბრუნდება. ქართველი ,,სნაიპერი“ ამ გამარჯვებით, მსოფლიოს ყველაზე დიდი ორგანიზაციებისკენ გაიკვალავს გზას და შეეცდება ქვეყნის ღირსეულად წარდგენას მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.

ხვალ საქართველოს დროით 18:00 საათიდან ვგულშემატკივრობთ 13 Legion -ის გამორჩეულ მებრძოლს, ქართველ სნაიპერს ამირან გოგოლაძეს. ქართველის ორთაბრძოლას, ექსკლუზიურად ნახავთ adjarasport.tv-ზე!

Related posts

ნონა და მაია – „40 წლის შემდეგ“

საჩოგბურთო-სამოყვარულო კლუბი ზუგდიდში სამდღიან ტურნირს გამართავს

რედაქტორი

სენაკში, მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური ეტაპის თამაშები გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი