ამ წუთებში “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისთან პარტიის ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და ქალაქ თვბილისის მერს, კახა კალაძეს ელოდებიან.
როგორც stv დილიდან იუწყებოდა, შიდაპარტიული შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და უმრავლესობის წევრები დაესწრებიან.
stv-ს სარწმუნო წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული ოზურგეთის მსგავსად პარტია რამდენიმე აქტივისტმა დატოვოს ზუგდიდშიც, თუმცა ოფიციალურად ამასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარები არ კეთდება.
იგეგმება თუ არა სხვა საკადრო ცვლილებები პარტიის რეგიონალურ ორგანიზაციაში, ეს დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.