კულტურა

,,ქუჩის ბიჭების” კონცერტი ხობში

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების” კონცერტი გაიმართა.

პროექტი კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ქართველ ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობას ემსახურება.

კონცერტს დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.

Related posts

ზუგდიდის დრამატული თეატრი დიდი პრემიერისთვის ემზადება [ვიდეო]

რედაქტორი

მებო ნუცუბიძემ რუსულ მუსიკალურ შოუში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

რედაქტორი

ქართველი მხატვრის წარმატებული გამოფენა ნიუ-იორკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი