კრიმინალი

ყაჩაღობა ზუგდიდში – მარქსის დასახლებაში შეიარაღებულმა ნიღბიანებმა 60 წლამდე ქალბატონი დააყაჩაღეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, მარქსის დასახლებაში შეიარაღებულმა ნიღბიანებმა 60 წლამდე ქალბატონი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ქალბატონს სცემეს, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, წებოვან ლენტში შეახვიეს და ბოლოს საქონლის თოკით გამათბობელთან მიაბეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, კრიმინალური შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა, მაშინ როცა ქალბატონი საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა.

,,კივილის ხმა გავიგეთ.მივედით და ვნახეთ სასტიკად ნაცემი გამათბობელთან თოკით იყო დაბმული.მერე პოლიცია მოვიდა და მეზობლებს სახლის ეზო დაგვატოვებინეს.სავარაუდოდ ბოროტმოქმედებმა თანხა წაიღეს,” -აცხადებენ ადგილობრივები.

ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.მედიკოსების თქმით, მას სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე მრავლობითი დაზიანებები აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

Related posts

ადამიანის გატაცების ბრალდებით სამეგრელოში 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

რედაქტორი

ფარული ვიდეო ჩანაწერების საქმეზე ზუგდიდელი ზაალ ლატარია დააკავეს

რედაქტორი

თბილისში უკრაინის 5 მოქალაქე, მათ შორის დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო დააკავეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი