რეგიონი

ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოწესრიგდება სანიაღვრე არხები.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია გაეცნენ.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ აწარმოებს.

ინფრასტრუქტურულ პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

Related posts

ხმაური ზუგდიდის საკრებულოში – ოპოზიციამ სხდომა დატოვა

რედაქტორი

ხობის მუნიციპალიტეტში გზები თოვლისგან იწმინდება

რედაქტორი

დღეიდან ზუგდიდის აგრარულმა ბაზარმა ნაწილობრივ ფუნქციონირება დაიწყო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი