რეკლამა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს აბაშაში

ყოველი წლის 14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.აბაშის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად უერთდება ამ დღის აღნიშვნას – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების, თანასწორობის, ღირსების პატივისცემის ნიშნად.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ბატონი მამუკა თელია და შშმ პირთა მიმართულებით მუნიციპალითეტში განხორციელებული პროგრამების შესახებ ისაუბრა.

გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი ”ანანური”, ბიჭუნათა ტრიო, გოგონათა ანსამბლი და ინდივიდუალური შემსრულებლები.მერიისაგან სიყვარულით მიძღვნილი მცირედი საჩუქარი ყველა პატარას. სტუმრად მათთან ზღაპრის გმირები.

მოწვეულმა ძღაპრის გმირებმა გასართობი შოუ პროგრამა წარმოადგინეს. შშმ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ.ღონისძიება ჩატარდა განათლების სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით.

Related posts

ხობში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვა დასრულდა

რედაქტორი

სოფელ პირველ ხორგაში ბაღი აშენდება

რედაქტორი

,,მადლობა თავისუფლებისთვის“ – 9 აპრილი სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი