- შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც საქართველოს ბანკიდან თანხა წაიღო, ქალაქამდე 112 მოქმედმა თანამშრომელმა დავით მატუამ გადაიყვანა.
როგორც მატუას ძმა, ბაჩანა მატუა აცხადებს, მის ძმას გზაზე დახვდა შეიარაღებული თავდამსხმელი მანქანაში ჩაუჯდა და საქართველოს ბანკის შენობამდე მიიყვანა. მან 112 ში მას შემდეგ დარეკა, რაც საქართველოს ბანკის შენობასთან ბოროტმოქმედი ჩამოსვა.
ბაჩანა მატუა, რომელიც ყოფილი პოლიციელია, აცხადებს რომ მის ძმას მანქანაში თავდამსხმელი სოფლის ხიდთან ჩაუჯდა და უთხრა რომ ის არის სპეცრაზმელი და ქალაქში უნდოდა გასვლა. თავდამსხმელი მანქანაში უკან ჩაჯდა და მძღოლს უთხრა რომ მხოლოდ წინ ეყურა და უკან არ მოეხედა. ბანთან როგორც კი თავდამსხმელი ჩამოსვა, მან უცებ განახორციელა გასროლა. სწორედ ამის მერე დავით მატუამ 112-ში დარეკა და აღნიშნულის შესახებ აცნობა.