STV
სოციალური ქსელი

შემოიარე შენი სოფელი და ნახე რა გაკეთდა – რას წერს სოც ქსელში ხათუნა წიწავა

  • ვინც მიცნობთ, ყველამ იცით, რომ უზომოთ ვარ შეყვარებული ჩემს ოდაბადეზე, ჩემს ცაიშზე <3 თბილისიდან ცაიშში, რომ ჩავდივარ, მონატრებისა და მადლიერების ნიშნად ჭიშკართან იმ ნაძვის ხეს ვკოცნი რომლის ძირასაც მთელი ჩემი ბედნიერი ბავშობა მაქვს გატარებული….

თითქმის ყოველი დღე მაქვს ვერბალური კავშირი ჩემს სამეგრელოსთან,ზუგდიდთან და სოფელთან… როგორც მთქვენ ისე მეც მიხარია და მეც განვიცდი წარმატებულ თუ წარუმატებელ შემთხვევებს…. covid19 -ის გამო, უფრო ხშირად მიწევს ჩამოსვლა მამასთან (მოსავლის დაბინავებაში ვეხმარები 🙂 ) და სოფელში ქუჩა-ქუჩა სიარული…. ჩემი ცაიში ყოველი დღე სხვაფერდება და გულსაც უხარია-აბა რაა?! ხო და … მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩვენი სოფლის წინსვლისა და გაკარგფერების ამბები, როგორია ჩემი თვალით დანახული ცაიში…. დავიწყეთ:

 ბოკოთის უბანი: ხიდ-ბოგირი აღდგენილია! (როგორ მეშინოდა იქ გადასვლა ხოლმე 🙂

 შიდა გზები: რებილიტირებულია (ტალახში ამოგანგლულები რომ დავდიოდით 🙂 )

 ჭაბურღილები: მოწყობილია ( სკოლიდან რომ მოვდიოდით მარტო ბიქტორის სახლში ვსვამდით წყალს 🙂 )

 რკინიგზის ლიანდაგების გასწვრივ ჩხოუშია ცაცხვის უბანში: მავთულხლართებით შემოღობილია მიდამო ( რაც მატარებელს ბებიაჩემის ძროხები ყავს მოკლული  )

 საშამუგიოს უბანში: წყალმომარაგების სისტემა მოწყობილია ( რაც შამუგიების წუწუნი მე მესმოდა 🙂 )

 საჯიქიოს უბანში: სახნავი მიწების ფართობი: შემოღობილია ( ყანაში რომ ძროხები შეიპარებოდა და იყო ერთი ამბავი 🙂 )

 ჩხოუშია -საფარჯიკიოს უბანში: სახნავი მიწის ფართობები: შემოღობილია (იქაც ძროხების ალიაქოთი იყო 🙂 )

 საბავშვო ბაღი: რეაბილიტირებულია ( ბავშვები სუფთად და მყუდროდ აარიან 🙂 )

 არტეზიული ჭა: მოწყობილია ( ასგზის ოცნება ახდა! 🙂 )

 საჯიქიოს უბანში: შიდა გზები მოხრეშილია ( ყელამდე ვალინკები უნდა გცმოდა და ისე გვევლო 🙂 )

 შინმოუსვლელთა მემორიალი სოფლის ცენტრში: აღდგენილია ( დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს!! )

 წელიწადში ორჯერ მაინც იხრეშება შიდა გზები!!!

 ჩხოუშიის უბანში ხიდ ბოგირი: მოწყობილია ( გუშინაც გადავისეირნე 🙂 )

 კურორტის უბანში შიდა გზები: მოხრეშილია ( ლამაზია მიდამოც 🙂 )

 სასაფლაოები: შემოღობილია (რასაც ცხონებული ბებიაჩემი იწერებოდა ,,სელსკიხაზიაისტვაში” შემოგვიღობეთო :)))))))) 2016 წელს მის საფლაოიანად შემოღობეს 🙁 აცხონოს მისი უმწიკლო სული უფალმა )

 საჯიქიოს უბანში მოსაცდელი: მოწყობილია ( არ გვაწვიმს, არ გვათოვს, არ გვაჭერს-მზე 🙂 )

 ეკლესიის უბანში მოსაცდელი: მოწყობილია ( არ გვაწვიმს, არ გვათოვს, არ გვაჭერს-მზე 🙂 )

 ცენტრალურ გზებზეც მოსაცდელი: მოწყობილია ( არ გვაწვიმს, არ გვათოვს, არ გვაჭერს-მზე 🙂

 რკინისგზის გასწვრივ საძოვრები: შემოკავებულია (აღარ ასიგნალებს გაბმულად მატარებელი… 🙂 )

 სანიაღვრე არხები: რეაბილიტირებულია ( გუშინ ნეშომპალები ამოვწმინდეთ მე და მამამ და საკმაოდ გამტარია, ამოწმინდეთ თქვენც მეც დაგეხმარებით -რეზინის ჩექმები მაქვს 🙂 )

 ცაიშისა და ცაცხვის (კურორტის მონაკვეთი) საავტომობილო გზები: რეაბილიტირებულია ( რავარი ბეტონის გზაა? 🙂 )

 ჩხოუშიის უბანში საფარჯიკიოსთან დამაკავშირებელი ხიდი: რეაბილიტირებულია ( ვიყავი გუშინ საფარჯიკიოში, მომნატრებიხართ ფარჯიკიებო <3 )

 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები: მოწყობილია ( რაც მე მანდ ტალახში ვარ ნაჭყლაპურტები 🙂 )

 ეკლესიის უბანში რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები: მოწყობილია ( რკინისა და ბეტონისააა მთლა :)))) )

 ცაიში ოქტომბერის დამაკავშირებელ გზაზე, გზის ორმული შეკეთება: განხორციელებულია (რთული სამუშაოები ჩატარდა 🙂 )

და ბოლოს ყველაზე მეტად რაც მიხარია: გაზიფიცირებულია მთელი სოფელი!!! მთლიანად განათდა ძირითადი ქუჩები მათ შორის ჩემი ქუჩაც! სოფლის ამბულატორიისათვის მოეწყო შესაფერისი გარემო და დღეს კვალიფიციურად შეუძლიათ მოემსახურონ პაციენტებს, იმაზე უკეთაც კი, ვიდრე ეს ბებიაჩემი (ვისაც გახსოვთ) -ვენერა დარასელიას დროს იყო!!!

და ეს ზღვაში წვეთია!!!!!!!! წინ ბევრი რამ გვაქვს ერთად შესაქმნელი და გასაკეთებელი…..!

მალე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება და ბევრად უკეთეს პირობებში მოგვიწევს ცხოვრება…..

ჩემო ოდაბადევ, როგორ მიყვარხარ და მუდამ მიხარიხარ… 

ხათუნა წიწავა – ცაიშის მკვიდრი

Related posts

ნინო კვარაცხელია – ზუგდიდელები არ დავუშვებთ უკანონობის, უსამართლობის, ძალადობის და ტერორის უკან მობრუნებას

ხუზმიაშვილი: „იბერია” თავიდანვე ჩაფიქრებული იყო „მსხვერპლად”, ოქუაშვილი კი, ელოდებოდა მომენტს, როცა ამ მსხვერპლს ყველაზე სარფიანად შესწირავდა

დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე და თამაშგარეთ დარჩენილი “ევროპული საქართველო”

რედაქტორი

2 კომენტარები

ფაცი ბებია November 20, 2020 at 6:27 pm

წარმატებები.კიდევ ბევრია გასაკეთებელი.წინ საქართველოს წარმატებისთვის.ერთი რიგითი ცაიშელი ოჯახი ქვეყნის სამსახურში გვიგულეთ.

პასუხი
ფაცი ბებია November 20, 2020 at 6:30 pm

წარმატებები.კიდევ ბევრია გასაკეთებელი.ერთი რიგითი ცაიშელი ოჯახი ქვეყნის სამსახურში გვიგულეთ.წინ საქართველოს წარმატებისთვის

პასუხი

დატოვე კომენტარი