კულტურა

“შეჭრა”- ზუგდიდის დადიანის თეატრი რუხის ციხეში მონოსპექტაკლს დღეს წარმოგვიდგენს

  • დღეს, 27 სექტემბერს  19.00 სთ-ზე რუხის ციხეში ,ღია ცის ქვეშ, რეგულაციების სრული დაცვით  წარმოდგენილი იქნება ბათუმის მონოპიესების ფესტივალის გამარჯვებული სპექტაკლი “შეჭრა“.

სოხუმის დაცემის დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში  ერთერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა

27 ტკივილიანი წელი გავიდა,რაც  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა იმედით შეჰყურებს სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგებს ,რათა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება შეძლოს საკუთარ საცხოვრებელ ადგილას.

მონოპიესა „შეჭრა“ მოგვითხობს ისტორიას, ომის შემდგომ, დევნილობაში მყოფი ქალის თვითგადარჩენისთვის ბრძოლაზე. ეს არის ერთი ქალის–ჯულიეტა კვარაცხელიას ისტორია, რომელიც ზღვისპირა ქალაქ – სოხუმში დაიბადა და დევნილობაში, ზღვისპირა ქალაქ – ბათუმში აგრძელებს ცხოვრებას.

ზუგდიდის დადიანის თეატრი ამ სპექტაკლით პატივს მიაგებს აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს .ასევე საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობს ჩვენი ქვეყნის დევნილი მოსახლეობის პრობლემებს და აფხაზებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების სურვილს.

Related posts

“დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – სპექტაკლის პრემიერა სენაკში

რედაქტორი

ზუგდიდის დრამატული თეატრი დიდი პრემიერისთვის ემზადება [ვიდეო]

რედაქტორი

ეროვნული სამოსის დღე სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი