რეკლამა

შეხვედრა პროექტის ,, დევნილი თემი – ახალი ხედვა და რესურსი“ ფარგლებში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია პროექტის ,, დევნილი თემი – ახალი ხედვა და რესურსი“ ფარგლებში, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის“ თემის განვითარების პროექტების კოორდინატორს, მათე ჩაფიჩაძეს შეხვდა.

შეხვედრას მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია,  ცენტრ ,,აფხაზეთის“ წარმომადგენელი ილია გვარამია და სამიზნე თემის ლიდერები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული საარსებო წყაროების რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ადგილობრივ თემში დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობას.

დაიგეგმა დევნილთა თემის საკითხთა შემსწავლელი საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა, რომელიც შეისწავლის დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს და მოახდენს დროულ ინფორმირებას მათ წინაშე მდგარ გამომწვევებზე.

პროექტს ,, დევნილი თემი – ახალი ხედვა და რესურსი“ ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

Related posts

სენაკის მერმა რეგიონული თეატრების ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

სასურსათო პროდუქტების გაცემის მეხუთე ეტაპი – აღსაზრდელთათვის

რედაქტორი

დატოვე კომენტარი