კრიმინალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.კ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, გვიან ღამით, ფოთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხას მოსთხოვა, თუმცა ფულის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან პოლიციის მისვლამდე მიიმალა.

სამართალდამცველებმა დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინეს და თ.კ. დააკავეს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

Related posts

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია და ლომბარდი გაქურდეს

რედაქტორი

მარტვილში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც რუსთავში მეზობელი დაჭრა

რედაქტორი

სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

დატოვე კომენტარი