STV
კრიმინალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ლ.ს. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან მოქალაქე დ.შ.-ს კუთვნილი 2620 აშშ დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლ.ს. თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

Related posts

უკრაინის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა [ვიდეო]

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში სერგიების საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

რედაქტორი

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი ,,ნეოფარმი” დააყაჩაღეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი