კრიმინალი

შსს-მ წალენჯიხაში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა

წალენჯიხაში, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული რევაზ უბილავა – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.

ის წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა და დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ.

შსს ცნობით, გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

Related posts

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

რედაქტორი

აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია – დაკავებულია ორი პირი

შურისძიება ძმის მკვლელობისთვის? – რა მოხდა ფოთში და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი