ფოთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელი და მოკლული წარსულში დაპირისპირებულები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოკლულმა მკვლელის ძმა მოკლა და პალიასტომის ტბაში გადააგდო. შემთხვევა 2003 წელს მოხდა.
როგორც STV NEWS-ს საკუთარი წყარო უყვება, მას შემდეგ, რაც მკვლელობა მოხდა, ახალაია ემიგრაციაში იმყოფებოდა. დღევანდელ მკვლელობას ფოთში კი ანგარიშწორებას უკავშირებენ.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მამაკაცი შვილთან და ერთ თანმხლებ პირთად ერთად იმყოფებოდა.
„რამდენიმე გასროლა მოხდა, მამაკაცი ჩაცხრილეს მანქანაში. რას უკავშირდება მკვლელობა არ ვიცი, სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ანგარიშსწორებას. შემთხვევა მოხდა საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტოსთან, სადაც მუდმივად პოლიციელები არიან”, – განაცხადა თვითმხილველმა მარიამ ბჟალავამ.
შეგახსენებთ, ფოთში 45 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე საპატრულო პოლიციამ ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავა.