რეგიონი

“ჩემთვის მთავარია ხალხს ჰქონდეს არჩევანი” -კახა კუკავა პრეზიდენტობის კანდიდატია

პარტია “თავისუფალმა საქართველომ” დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან პრეზიდენტობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიას სწორად ამ ქალაქიდან სიმბოლურად დაიწყებს, თან დასძინა, რომ მოქალაქეებს ყველა სხვა კანდიდატისგან განსხვავებულ საარჩევნო პროგრამას სთავაზობს.

“ჩემთვის მთავარია ხალხს ჰქონდეს არჩევანი. ყურადღებით ვაკვირდებოდი ამ პროცესებს და ჯერჯერობით ვინც მონაწილეობს არჩევნებში სუყველა სააკაშვილის მთავრობის მინისტრები არიან, ვაშაძეც, ბაქრაზეც და ზურაბიშვილიც… ჩვენ გვინდა, რომ ხალხს შევთავაზოთ ეროვნული ფასეულობები.

ჩემს გარდა არც ერთი კანდიდატი, არ საუბრობს იმაზე, რომ მარიხუანა და ნარკტიკი ეს არის სიკვდიდლი და დაუშვებელია ამის ლეგალიზაცია. ჩვენი პროგრამის პრიორიტეტი იქნება ის, რომ შეწყდეს ქვეყანაში არაბების, ირანელების თუ სხვა მიგრანტების მიღება და მათზე ბინადრობის უფლების გაცემა. და ასევე არავინ საუბრობს იმაზე, რომ ბანკებმა და მევახშეებმა შეჭამეს ეს ქვეყანა”, – თქვა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

Related posts

სენაკში, ,,ექვთიმე ღვთისკაცის’’ საჯარო ჩვენება გაიმართა

რედაქტორი

14 წლის დაკარგული ზუგდიდელი გოგო თბილისში იპოვეს

რედაქტორი

პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი