ახალი ამბები პოლიტიკა

„ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია ჩამოსცილდეს პარტიას“ – „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობა გიორგი მუმლაძესაც სურს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დაკავების სურვილი სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ გამოთქვა.

„გადაწყვეტილება მიღებულია!

ვაპირებ მონაწილეობის მიღებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში!
ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოსცილდეს პარტიის მართვას!

ცვლილებების შემდეგ, პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი, უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის „იძულების კამპანიისკენ“, რითაც დავიხსნით  მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს!

მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!

პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!

ვიწვევ ნიკა მელიას, ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმენტირებულად ავუხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის“, – წერს გიორგი მუმლაძე.

ის პარტიას მიმართავს, დროულად მოიწვიონ პოლიტსაბჭო და უზრუნველყონ სანდო საარჩევნო პროცესი.

ცნობისთვის, პოსტისთვის ბრძოლის სურვილი პარტიის წევრმა, გიორგი ჩალაძემაც გამოთქვა.

Related posts

პარლამენტში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განმხილველი ჯგუფი შეიქმნა

რედაქტორი

“ფარული ჩანაწერების” საქმე – რატომ დააკავეს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი?

რედაქტორი

მარტვილის მერმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი