პოლიტიკა

“ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია…მე და ლი­ზამ დიდი ხნის წინ და­ვუ­კავ­ში­რეთ ერ­თმა­ნეთს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:

“მათ­თვის, ვინც ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

ამ ეტაპ­ზე იმა­ზე ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან ბრძო­ლა­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, ვიდ­რე ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაა. თუმ­ცა, რად­გა­ნაც ჩემი ცხოვ­რე­ბის ეს ნა­წი­ლიც ინ­ტე­რე­სის სფე­როა და არა­ერ­თი კი­თხვა და­ის­ვა ამ თე­მის გარ­შე­მო, მინ­და გი­პა­სუ­ხოთ – ჩემი ყვე­ლა წარ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

მე და ლი­ზამ დიდი ხნის წინ და­ვუ­კავ­ში­რეთ ერ­თმა­ნეთს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა და უკვე მრა­ვა­ლი თვეა ერ­თად თა­ნავ­ცხოვ­რობთ, რო­გორც სრულ­ფა­სო­ვა­ნი პარტნი­ო­რე­ბი. ეს არის დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია და თავს ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად ვგრძნობ.

მე ვთხოვ ხალ­ხს, პა­ტი­ვი სცენ ჩვენს პი­რად ცხოვ­რე­ბას, ისე­ვე რო­გორც სან­დრას პი­რად ცხოვ­რე­ბას, რო­მელ­საც კე­თილ­გან­წყო­ბით, პა­ტი­ვის­ცე­მით ვე­პყრო­ბი და მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი ერ­თად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის.

ახლა სრუ­ლად ვარ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ჩემს ბრძო­ლა­ზე. ვაგ­რძე­ლებ შიმ­ში­ლო­ბას და გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს ეს საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო”, – წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

Related posts

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

რედაქტორი

ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ს: ტელევიზია არის დახურული , მათ ყავთ მაყურებელი მძევლად აყვანილი და ვერ ხერხდება აზრის მოსმენა

რედაქტორი

როდის ტყუის ანა წითლიძე? – ნაციონალების დეპუტატის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

რედაქტორი

დატოვე კომენტარი