პოლიტიკა

ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში პირდაპირ და ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს. დელეგაციის შემადგენლობაშია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.

სესიაზე განიხილება სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული საპარლამენტო ანგარიში და ასევე შეჯამდება საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგები.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში პირდაპირ და ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში. ასევე გამოთქმულია წუხილი, რომ ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში. აგრეთვე ჩვენ დღეს განვიხილავთ მონიტორინგის კომიტეტის მოხსენებას, სადაც, საქართველო წლიდან წლამდე, მოხსენიებულია როგორც ქვეყანა, რომელიც ახორციელებს პროგრესს რეფორმების თვალსაზრისით. აქ არის საუბარი როგორც ჩატარებულ არჩევნებზე, ასევე, ჩვენთან, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ოკუპაციაზე, რომელსაც ჩვენს ტერიტორიებზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. საქართველოს დელეგაცია ორივე ამ დოკუმენტის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. გვექნება მოხსენებები, სადაც პირდაპირ და ღიად ვისაუბრებთ იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მივიღეთ აქამდე გატარებული რეფორმების საფუძველზე და ასევე, რას ვგეგმავთ მომავალში, რომ კიდევ უფრო სრულვყოთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი – მეეჭვება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მივცე

გახარია: ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია

რედაქტორი

პრემიერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მედიას არ ეხება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი