რეგიონი

ჩხოროწყუს მერი სასპორტო სკოლის გაერთიანებისა და შპს ,, სამეგრელოს“ ხელმძღვანელებს შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად სასპორტო სკოლის გაერთიანებისა და შპს ,, სამეგრელოს“ ხელმძღვანელებსა და გუნდის მწვრთნელ პაატა ბუკიას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი რეზო ბუკია.

შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დათო გოგუამ მადლობა გადაუხადა ,,სამეგრელოს“ მწვრთნელ პაატა ბუკიას თავდაუზოგავი შრომისა და მეოთხე ლიგაში შენარჩუნებული ადგილისთვის და გუნდს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მერმა მადლიერება გამოთქვა ასევე მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული დახმარებისთვის. მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ ჩხოროწყუელი სპორტსმენის ბაჩანა ხორავას სკოლისთვის სასპორტო ინვენტარი გამოყო, აღნიშნული საჩუქარი ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლას მძლეოსნობის ფედერაციის რეგიონალურმა პრეზიდენტმა რეზო ბუკიამ გადასცა.

Related posts

ზუგდიდის მერი შვილთან ერთად მეორე საჯარო სკოლაში მივიდა [ფოტო]

რედაქტორი

სამეგრელოში აზიის განვითრების ბანკის წამომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

მამუკა წოწერია: შეხვედრებს ვიყენებთ მთავარი გამოწვევის, პამდემიის თემატიკასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ.

რედაქტორი

დატოვე კომენტარი