რეგიონი

ჩხოროწყუს მერი სოფელ ახუთისა და ლეწურწუმეს უბნებში მოსახლეობას შეხვდა

დათო გოგუა, მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროს გია ცირამუასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს დავით გახარიასთან ერთად, სოფელ ახუთისა და ლეწურწუმეს უბნებში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია, მერის წარმომადგენლები და სოფლის დეპუტატები.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე წამლობასა და თხილის დაავადებების თავიდან აცილების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.

საკარმიდამო ნაკვეთში მოახდინეს „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდის დემონსტრირება. აღნიშნული მეთოდის მიხედვით ნარგავებში ხდება ფერომონიანი ბადის განთავსება და მიზიდული მავნებლის პრეპარატის შესხურებით განადგურება.ასევე, გრძელდება წამლობა ცივი შესხურების მეთოდით იმ სოფლებში, სადაც მწერის მოსაზიდი ,, მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კონკრეტული უბნები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.

მერმა მოუწოდა მოსახლეობას, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, აქტიურად ჩაერთონ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მისი განცხადებით, მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული და იგი, ეტაპობრივად, ყველა სოფელში ხორციელდება.

დათო გოგუამ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში ჩააბარა და მიმდინარე სამუშაოებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა.
მერი მოსახლეობასთან მორიგ შეხვედრას 18 სექტემბერს სოფელ ჭოღასა და ხაბუმეში გამართავს.

Related posts

როგორ აღნიშნავენ შობას სამეგრელოში? [რეპორტაჟი]

ზუგდიდში “ნაციონალურ მოძრაობას” ემიჯნებიან [ვიდეო]

წალენჯიხაში გზა გადაკეტეს – სოფელ კანთში სკოლის მშენებლობას ითხოვენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი