STV
რეგიონი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა და ქალაქის სამუსიკო სკოლა.

სადეზინფექციო სამუშაოებს ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფი ახორციელებს. დეზინფექცია ჩაუტარდა სასკოლო ტრანსპორტს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლასა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ასევე სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები.

Related posts

ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა ზუგდიდში, კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენელებს გააცნეს

რედაქტორი

ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

მონიტორინგის ჯგუფმა ქალაქ ფოთში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი