STV
რეკლამა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ცქვიტიშვილების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო პანდემიის მიუხედავად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არ შეჩერებულა.

ამჯერად დაწყებულია სოფელ ხაბუმეში, ცქვიტიშვილების უბანში 3-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. სამუშაოები რეგ.განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ბიუჯეტი 777 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი გაეცნენ.

,,მიუხედავად პანდემიისა მუნიციპალიტეტში არ შეჩერებულა როგორც საგზაო, ისე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მუნიციპალიტეტის მერია გზის მოწყობას ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ეტაპობრივად, მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე ახორციელებს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან 75 კილომეტრი გზა რეაბილიტირდა. სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა შიდა გზა მოწესრიგდება“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.

ცქვიტიშვილების უბანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

Related posts

სენაკში, სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარი გაიმართა

რედაქტორი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფოტო-ვიდეო კონკურსი გაიმართა

წალენჯიხაში, ლეჟას უბანში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი