რეკლამა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ ჭოღაში დაქსელვითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ექსპრესსერვისი 2008“ ასრულებს. გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში: ლესიჭინეში, ახუთში, კირცხში, ლეწურწუმეში, ხაბუმეში, ჭოღაში, მუხურსა და ქვედა ჩხოროწყუში განხორციელდება.

მიმდინარეობს ასევე ზუმის ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. ბუნებრივი აირი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არასოდეს ყოფილა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქალაქის გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.

აქტიურად გრძელდება ასევე ქალაქ ჩხოროწყუს გაზიფიცირება, რომლის დასრულების შემდეგ 1609 აბონენტს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ამ დროისთვის ბუნებრივი აირით ქალაქ ჩხოროწყუს მოსახლეობის 60 % სარგებლობს.

Related posts

ჩხოროწყუში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

რედაქტორი

ქვემო ქვალონში ამბულატორიის მოწყობა დასრულდა

რედაქტორი

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მაშინ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა (R)

რედაქტორი

დატოვე კომენტარი