რეგიონი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად ტარდება

 სადეზინფექციო სამუშაოები დღეს დევნილთა დასახლებებში ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  სამუშაოები ინტენსიურად ტარდება ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ჩხოროწყუში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა სკოლებს, ბაღებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ შენობებს.

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერის მოადგილე ვალერი თოდუა ადგილზე გაეცნენ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და COVID-19 -ით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის მოაგილე ვალერი თოდუა ხელმძღვანელობს.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერზე,ელექტრონულ მეილზე, ასევე მოგვწერონ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:

  • ცხელი ხაზი: 599856577; 599856565; 599850175; ? ელ.ფოსტა: info.gamgeoba@gmail.com ? Fb: https://bit.ly/2W9iFOr #StopCov

Related posts

ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტს მერიის შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს

რედაქტორი

შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია სრულდება

რედაქტორი

ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი