რეგიონი

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა ყოფილი პრემიერის პარტია დატოვა

“გახარია საქართველოსთვის” ჩხოროწყუს ორგანიზაციის წევრმა და ასევე ახალი მოწვევის საკრებულოს წევრმა ჯონი ჯალაღონიამ პარტია დატოვა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ დაწერა.

როგორც მოგეხსენებათ გახლავარ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტიიდან საქართველოსთვის. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღო! იმისათვის რათა საკუთარ თავთან და ჩემს ხალხთან მართალი ვიყო ვტოვებ პარტიას.

ეს პრინციპული გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ გარემოებამ რომ დავრწმუნდი ვბრუნდებოდი წარსულში, კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის კოალიციურმა გაერთიანებამ, სადაც ძირითადი ძალა იქნება ნაციონალური მოძრაობა რაც აშკარად ჩანს, ესკი ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არყოფილა. მიუხედავად ამისა მე მაინც ღიად დავუჭირე მხარი პარტია საქართველოსთვოს პარტიის ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.

მეორე მიზეზი ბევრ სხვა მიზეზებს შორის ისიყო რაც პირად შეურაცყოფად აღვიქვი რომ ყველა არჩევნების წინ სხვადასხვა სახის მონიშვით ხმის მიცემის დირექტივა, რაც საკმარისი გახდა მიმეღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ. მე მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას ვისაც მართლა დამოუკიდებლად უნდა ემსახუროს ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას შემოგვიერთდით და ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე თავისუფალი ვიყოთ გადაწყვეტილებების მიღებაში და ასე ვაკეთოთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის საჭირო კეთილი საქმეები”-წერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი ჯონი ჯალაღონია.

Related posts

ხვალიდან „მაკდონალდსის“ შიდა სივრცეები დროებით დაიკეტება

რედაქტორი

ზუგდიდში ვეტერანთა ხეივანი გაიხსნა

რედაქტორი

გიორგი ვოლსკი: ზუგდიდში დესტაბილიზაციას მხარს არ დაუჭერენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი