რეგიონი

ჩხოროწყუს სკოლებსა და ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში, საბავშვო ბაღსა და მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება ასევე სხვა დაწესებულებებში. 

სპეციალური ხსნარით დამუშავდება სასკოლო და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და COVID-19 -ით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი,რომელსაც მერის მოაგილე ვალერი თოდუა ხელმძღვანელობს.

დროებით სამუშაო ჯგუფში საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის,მერიის ჯანმრთერლობისა და სოციალური დაცვის, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლები შედიან.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.

საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი

Related posts

დაკავებული მაღალჩინოსანი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს

რედაქტორი

„პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით, ზუგდიდში აქცია გაიმართა

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია ფოთის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

დატოვე კომენტარი