კულტურა

„ცოცხალი წიგნები“ – ხობში ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართა

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ,,პოეზიის მეგობართა კლუბის’’ ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის – „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართა.

ლიტერატურულ საღამოზე ელა გოჩიაშვილმა, კატო ჯავახიშვილმა, ირმა ბერიძემ, დავით რობაქიძემ, ცოტნე ცხვედიანმა, გიორგი შონიამ და ლელა ცუცქირიძემ დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.

პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში იმართება პოეზიის საღამოები, თანამედროვე ავტორთა წიგნების პრეზენტაცია და დისკუსიები მკითხველთათვის საინტერესო თემებზე.

Related posts

სენაკის მუსიკალური ფესტივალი საზეიმო ვითარებაში დაიხურა

რედაქტორი

ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

რედაქტორი

„მადლობა მედიკოსებს“- მედიკოსებისადმი მიძღვნილი კონცერტი ზუგდიდში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი