კულტურა

ცხინვალის თეატრის დასის გასტროლი სენაკში

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრის დასს უმასპინძლა.

სენაკელი მაყურებლის წინაშე წარმოდგენილ იქნა სპექტაკლი – ,,მარო მაყაშვილის დღიური”, რომლის სცენური ადაპტაცია სპექტაკლის რეჟისორს, ცხინვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის; მხატვრობა – ლომგულ მურუსიძეს.

მსახიობებმა – თამარ გოგიძემ, თინათინ კობალაძემ, მაკა გელაძემ, დალი დოიჯაშვილმა, მადონა ტეხურმა და ანა ხურციძემ, შთამბეჭდავად გააცოცხლეს საქართველოს დამოუკიდებლოვისთვის ბრძოლას შეწირული, პირველი ქართველი ეროვნული გმირი ქალის, მარო მაყაშვილის ცხოვრების გზა, რომელიც თავისუფლების, პატრიოტიზმის, თანასწორობის და ზოგადად, ყველა კეთილშობილი იდეალისთვის თავგანწირული ადამიანის სიმბოლოდ იქცა.

სპექტაკლს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს წევრი, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გასტროლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერი

Related posts

სალხინოს სასახლის კამერატა დაიხურა

რედაქტორი

ბიძინა ივანიშვილის დახმარებით თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა

რედაქტორი

„მადლობა მედიკოსებს“- მედიკოსებისადმი მიძღვნილი კონცერტი ზუგდიდში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი