რეკლამა

წალენჯიხასა და ჯვარში ინფრასტრუქრურული სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”-ს ოფისის მშენებლობის სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოები დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ცოტნე შონიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ. მათ ადგილზე შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და გაესაუბრნენ მშენებლებს.

ქალაქ წალენჯიხაში მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შაკო+ ასრულებს, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 239 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.

ქალაქ ჯვარში კი მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული მანუჩარ ნაჭყებია ასრულებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 222 222 ლარს შეადგენს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიიღონ პირველადი სამედიცინო მომსახურება კომფორტულ და შესაბამისად აღჭურვილ გარემოში.

2019 წლის საქართველოს მთავრობის დადგენილება N 554 საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილიქნა თანხა 800 000 ლარამდე, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტში განხორციელდა 3 ახალი და 2 არსებული საექიმო ამბულატორიის ( მედანი, ნაკიფუ, ჩქვალერი-ჯგალისა და ლიის ) მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე 2 სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”-ს ოფისის მშენებლობის სამუშაოები ქალაქ წალენჯიხასა და ჯვარში.

Related posts

ჩხოროწყუში სასურსათო პროდუქტის დარიგება გრძელდება

რედაქტორი

სოფელ თაიაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

რედაქტორი

ციფრული საინფორმაციო კამპანია ,,ევროპის დღეების” ფარგლებში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი