კულტურა

წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი”ოფიციალურად გაიხსნა

წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი”ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და პოლიტიკოსმა, ლელო”საქართველოსთვის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ღონისძიება მიყავდა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წაომადგენელს, გვანცა ჯობავას. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა “ჩემი გვარი გრანელი” წიგნის პრეზენტაცია, რომელიც წარადგინეს კრიტიკოსმა და მწერალმა ლერი ალიმონაკმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ.

წარმოდგენილ იქნა თანამედროვე ქართული მოთხრობების კრებული „სუფთა ფურცელი“,რომელზეც ისაუბრეს პროზაიკოსმა ეკა ტოგონიძემ და წიგნის, ფესტივალი-ფრანკფურტში,ფესტივალის წარმომადგენელმა დეა მეტრეველმა. მწერალმა ლაშა ბუღაძემ გამართა ლექცია,თემაზე-“პატარა ქვეყანა” შესრულდა პოეტურ-მუსიკალური პერფომანსი თემურ ელიავასა და ბუბა სორდიას შესრულებით. გაიმართა დისკუსია რას ამბობს უღელტეხილი ,რომელიც აფხაზეთის თემას შეეხო.

თემაზე ისაუბრეს პროზაიკოსმა ეკატერინე ტოგონიძემ და მწერალმა,ჟურნალისტმა და ლიტერატურული პრემია”საბა”-ს ორგზის ლაურეატმა თეონა დოლენჯაშვილმა. ასევე, გაიმართა ერეკლე დეისაძის „საქართველოს მოქალაქე“-წიგნის პრეზენტაცია.რომელიც წარადგინეს პოეტმა პაატა შამუგიამ და მწერალმა,მუსიკოსმა და რეჟისორმა ერეკლე დეისაძემ.

აღსანიშნავია, რომ ტერენტი გრანელის სახელობის პარკში მთელი დღის მანძილზე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ,შეიძინონ მათთვის საინტერესო, სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული კრებული.

დღის ბოლოს,18:00 საათზე,ქალაქ წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება ფილმი,სახელწოდებით – „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ (ბესო სოლომონაშვილი,დუტა სხირტლაძე).

Related posts

პრემიერა სენაკში – მუნიციპალიტეტმა ,,მოდი, ნახეს“ ახალგაზრდულ დასს უმასპინძლა

რედაქტორი

დავით ალადაშვილი ენგურის ხიდზე ღია ცის ქვეშ დაუკრავს

რედაქტორი

სალხინოს სასახლის კამერატა დაიხურა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი