რეგიონი

წალენჯიხაში, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, თემატური ღონისძიება-უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე გაიმართა

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა თემატური ღონისძიება-უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე. ღონისძიებას ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო მიქავა უძღვებოდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა,მერის მოადგილე თამარ ბელქანია,მერიისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები. საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ნუნუ შანავამ.

გიორგი ხარჩილავამ დეტალურად ისაუბრა რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ საომარ მდგომარეობაზე, ჰუმანიტარული მისიის განხორციელებაზე,წალენჯიხისა და იავოროვის დამეგობრებაზე.ზოგადად შეაფასა რუსეთის აგრესია და მისი დამოკიდებულება ევროპის მომხრე ქვეყნების მიმართ. მუნიციპალიტეტის მერმა ისაუბრა ასევე უკრაინელი ხალხის ერთსულოვნებაზე, მათ დამოკიდებულებაზე ქართველი ერის მიმართ. ასევე იმ მებრძოლებზე, რომლებიც საქართველოს სახელით იბრძვიან რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

საუბრისას ისიც,აღნიშნა, რომ იავოროვში სტუმრობისას ის ეცნობოდა უკრაინელ ხალხს და და მეომრებს, მათ დამოკიდებულებას ქართველებისადმი და საბრძოლო სულისკვეთებას. გიორგი ხარჩილავას თქმით, ჰუმანიტარული მისია უკრაინელი ხალხისადმი კვლავაც გრძელდება.ასევე მაქსიმალურად შეეწყობა ხელი უკრაინიდან წამოსულ დევნილებს. საბიბლიოთეკო კვირეული მთავარ ბიბლიოთეკაში კვირეული 7-მაისს დასრულდება.

Related posts

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

რედაქტორი

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

რედაქტორი

ფოთის რეფერალური საავადმყოფოდან 18 წლის გოგონა თბილისში გადაჰყავთ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი