რეგიონი

წალენჯიხაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები წალენჯიხაში ხვითერი-საკალანდიოს ტერიტორიაზე,ლუღერა-სამცაცხვის, ზედა და ქვედა მაზანდარასა და ზღვაიას დასახლებაში გაიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმარველობის სხვა წარმომადგენლები.

საერთო კრებაზე ხვითერი-საკალანდიოს მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად სასმელი წყლით უზრუნველყოფა, სანიაღვრე არხების მოწყობა და წისქვილის რეაბილიტაცია დაასახელა.

ლუღერა-სამხაცხვში მცხოვრებმა მოსახლეობამ სანიაღვრე არხების მოწყობა და ამავე უბნის სასაფლაოზე ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა დაასახელა.

ქვედა-მაზანდარას უბანში მცხოვრებმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, სკვერის რეაბილიტაცია, ხიდ-ბოგირების გამაგრება და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა დაასახელა.

ზედა-მაზანდარას მოსახლეობის მთავარი პრიორიტეტი
სასმელი წყლით უზრუნველყოფა და სასარიოს უბანში გარეგანათებების მოწყობაა.

ზღვაიას დასახლებაში მცხოვრებმა მოსახლეობამ გარეგანათებების მოწყობა, გზების მოხრეშვა, პარკის ღობის შეღებვა და ინვენტარის შეძენა დაასახელა.

Related posts

არჩილ თალაკვაძე – ყველა მონაცემებით, გეგა შენგელია ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაში ამიტომ იმატა დაძაბულობამ

ჩხოროწყუში სრულად 2, ხოლო , ნაწილობრივ 12 საჯარო სკოლა რეაბილიტირდა

რედაქტორი

ნინო ვიბლიანი: ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, შესაძლოა საჭირო გახდეს საჰაერო სამაშველო ტექნიკის გამოყენება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი