რეგიონი

წალენჯიხაში სტიქიის შედეგებს ითვლიან

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვისა და მისი დროულად მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით, წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია ესწრებოდნენ.

ივანე ბურდულმა მოისმინა ინფორმაცია მედანის,ჩქვალერისა და საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილი ვითარების შესახებ. აღნიშნულ ტერიტორიებზე, სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ სრულად ისაუბრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ. როგორც აღინიშნა, მედანის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ლარას,ლაკადას უბანში მიქავების საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ძლიერი წვიმების შედეგად მეწყერმა 2 ჰექტრამდე ტერიტორია დააზიანა, რომელიც საჭიროებს გეოლოგების დასკვნებს. რადგანაც მიწა შესაძლოა დაიძრას და საფრთხე შეუქმნას ადგილობრივ მოსახლეობას.

ასევე, დაზიანდა სასმელი წყლისა და გაზსადენის მილები, ელექტროგაყვანილობის ბოძები. გარდა ამისა ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილი ჩამოიშალა, რომელიც ასევე საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და ტრანსპორტით გადაადგილებაც საშიშია.

შეხვედრის ბოლოს, აღინიშნა რომ შედგება შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც გადაეგზავნება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა მიღებულიქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და ერთობლივად მოხდეს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრა. გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნა.

Related posts

მედანში საავტომობილო გზის 7 კილომეტიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

რედაქტორი

სამეგრელოში თხილის შესაწამლი აპარატების დარიგება დაიწყო

რედაქტორი

ჩხოროწყუს მერიაში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი