- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ ობუჯში, ჯაღირას უბანში ძლიერი ხანძარია. როგორც წალენჯიხის მერის მოადგილემ ცოტნე შონიამ განაცხადა ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს ტყის მასივს უკიდია, რომელიც 20 ჰექტარზეა მოდებული.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. ხანძრის ქრობას კი ძლიერი ქარი ართულებს. ადგილობრივების ინფორმაცით, ხანძარი სავარაუდოდ დაუდევრობას უკავშირდება.
ცნობისთვის, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოთხ ლოკაციაზე იყო ხანძარი.