STV
რეგიონი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქ წალენჯიხაში, ბადრი შანავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სრულდება მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები. 4.232-კმ-იანი გზა სრულად რეაბილიტირდება. შიდა მნიშვნელობის გზა 7 ჩიხისა და 1 ცენტრალური ნაწილისაგან შედგება. პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს.

აღნიშნულ სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს. პროეწტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით 2. 098 026 ლარით ფინანსდება. პროექტი გარდამავალია და ის 2021 წელს დასრულდება.

Related posts

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

რედაქტორი

სამშენებლო კომპანიის მუშებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს

რედაქტორი

ეკონომიკის სამინისტრომ სოფლის საძოვრები გაასხვისა -საპროტესტო აქცია ნოჯიხევში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი