რეკლამა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “კავკასიონი” ასრულებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ეწერის მოსახლეობას საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად 10 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ. აღსანიშნავია, რომ ქალაქ წალენჯიხაში აშენდა მაღალი წნევის გაზსადენი, მოეწყო გაზგამანაწილებელი სადგური და დაიქსელა ქუჩები, ქალაქის მოსახლეობა უკვე ბუნებრივი აირით სარგებლობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს ყოფილა.

Related posts

ჩხოროწყუს მერმა უხუცესებს ხანდაზმულთა დღე მიულოცა

კლინიკა “სენოვომ” ზუგდიდში ბავშვებისთვის აქცია გამართა

რედაქტორი

შინმოვლის პროგრამის დანერგვის ფარგლებში, სენაკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი