რეგიონი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლებს შეხვდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია სოციალური მომსახურებისა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლებს მაᲗივე ინიციატივით შეხვდა. სამუშაო ხასიათის შეხვედრის მთავარი საკითხი აღნიშნული განყოფილების ქმედითობა და მისი უფლებამოსილების განხორციელება გახლდათ. ითქვა, რომ განყოფილება, რომელიც ორი წელია ფუნქციონირებს რეალურად შედეგზე ჯერ ვერ გადის. განყოფილებაში ამჟამად 4 ადამიანი მუშაობს.

დებულებიდან გამომდინარე, განყოფილებას დამატებით უნდა ჰყავდეს ექიმი და ფსიქოლოგი, რაც შესაძლებელს გახდის განყოფილებამ იმუშაოს სრული დატვირთვით და კომპეტენციის ფარგლებში აღრიცხოს ისეთი ოჯახები, სადაც მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს ბავშვთა უფლებების დაცვასა და ასევე იზრუნებენ ინკლუზიური ჯგუფების მხარდაჭერაზე. თუმცაღა ეს ვაკანსიებიც დღემდე ვაკანტურია.

შეხვედრაზე თამარ ბელქანიამ მზაობა გამოთქვა აღნიშნული განყოფილების გააქტიურებისა და გაძლიერებისათვის. დებულების თანახმად, განყოფილების კომპეტენციაა :

ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება. პროცესის მონიტორინგი და შეფასება; “სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა; ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განყოფილება, რომელიც უკვე ორი წელია ფუნქციონირებს ჯერ ეფექტურად ვერ მუშაობს. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია და სხვა უფლებამოსილებები.

Related posts

ზუგდიდის ბაგა – ბაღებში ორ კვირიანი არდადეგები გამოცხადდა

რედაქტორი

რეგიონში მუნიციპალური სანერგე მეურნეობების მოწყობა იგეგმება

რედაქტორი

სოფელ ჭალადიდში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი