რეგიონი

წალენჯიხის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს შეხვედრები გაიმართა ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია,აბაშის,მარტვილის,წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმარველობის სხვა წარმომადგენლები.

ჭველეს უბანში საერთო კრებაზე მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად მე-2 საბავშვო ბაღის კოსმეტიკური რემონტი,გარეგანათებების მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია,წყალსაქაჩის შეძენა,წყალსაწრეტი არხების მოწყობა, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და მინი მოედნის რეაბილიტაცია დაასახელა.

ქალაღალში მცხოვრებმა მოსახლეობამ წყლის შემკრები ავზის, წყალსაქაჩისა და მილების შეძენა და მონტაჟი, ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი,შიდა გზების მოხრეშვა და ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა დაასახელა. ფახულანის ცენტრში მოსახლეობამ ცენტრის კეთილმოწყობა,საცეკვაო დარბაზის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია,წყლის შემკრები ავზის შეძენა, გარეგანათებების მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღისთვის სათამაშო ინვენტარის შეძენა დაასახელა.

წყოუშში კი მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტად სკოლის წინ ე.წ მწოლიარე პოლიციელისა და მინიმოედნის მოწყობა დასახელდა.

Related posts

,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“ – საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში

რედაქტორი

ესებუების ოჯახი გამოძიებას არ ენდობა – ბადრი ესებუას მამა დაკითხვაზე დაიბარეს

რედაქტორი

სოფელ ინგირში, საცხენოსნო დოღი „ანაკლიის თასი 2018“ გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი