რეგიონი

ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 955 974 ათას ლარს შეადგენს.

პროექტის შესაბამისად დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და აშენდება გაბიონი.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში 100 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. 

Related posts

ზუგდიდის მერია კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა

მარტვილში 2013 – 2018 წლებში 109,2 კილომეტრი გზა დაიგო, რომლის ღირებულებამ 30 440 190 ლარი შეადგინა

რედაქტორი

ჩაკეტილი მესტია და საცობი მესტია-ზუგდიდის გზაზე

რედაქტორი

დატოვე კომენტარი