რეგიონი

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ხელისუფლება საცხოვრებელ სახლს შეუძენს

21 მარტს, წალენჯიხის მუნიციპალის ფახულანის აადმინისტრაციულ ერთეულში, ჭველეს უბანში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება. შონიების ოჯახს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს , ასევე 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელ სახლს შეუძენს.

დაპირება დაზარალებულ ოჯახს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ კობა ქანთარიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ შემთხევის დღეს მისცეს.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ჭველეს უბანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის იური შონია ემსხვერპლა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 130 კვ.მ ფართობი.

Related posts

ფოთში დედამიწის დღე აღნიშნეს

,,ყველა ბავშვი სკოლაში“- საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის მერიაში

ბაღმარანში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი