რეგიონი

ხელისუფლების წარმომადგენლები უფასო სასადილოში არსებულ ვითარებას გაეცნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია და დავით ვერავა, ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად ზუგდიდის უფასო სასადილოში იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები იქ არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს გაეცნენ და ბენეფიციარებრებისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

ზუგდიდის უფასო სასადილოში 280 ბენეფიციარი ირიცხება, რომლებიც სასადილოს მომსახურებით ყოველდღე (კვირის გარდა) სარგებლობენ.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით უფასო სასადილოს მენიუ და მომსახურება მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაუმჯობესდება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეგიონის უფასო სასადილოებში არსებულ ვითარებას ყველა მუნიციპალიტეტში გაეცნობიან და ბენეფიციარებს შეხვდებიან.

Related posts

ზუგდიდში ხუთი საჯარო სკოლა რეაბილიტირდა

რედაქტორი

პრემიერი – ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალი ბიბლიოთეკა გაიხნება

ზუგდიდის უფასო სასადილოში საკვების გაცემის წესი შეიცვალა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი