რეგიონი

ხელოვანმა, ხალხური რეწვის ოსტატმა, დემურ ანთიამ საკუთარ ეზოში ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბიუსტები გახსნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახუთის ადმინისტრაციულ ერთულში მცხოვრებმა ხელოვანმა, ხალხური რეწვის ოსტატმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრმა – დემურ ანთიამ საკუთარ ეზოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად გამსახურდიას და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის – მერაბ კოსტავას ბიუსტები გახსნა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერის მოადგილე ვალერი თოდუა, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწნენ. დემურ ანთია თვითნასწავლი ოსტატია, ის ბავშობიდან ამზადებს ხალხურ საკრავებს.

მის მიერ დამზადებული ჩონგური და ფანდური ოქროს ფონდშია შეტანილი. ბოლო ხანებში სკულპტურაზე მუშაობს. მისი პირველი ნამუშევარი მერაბ კოსტავას ბიუსტია, რომელიც ახლა სოფელ ახუთის ცენტრში დგას. დემურ ანთიას 2018 წელს მინიჭებული აქვს საპატიო ჩხოროწყუელის წოდება.

Related posts

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები იწყება

რედაქტორი

,,კოლხური შემოდგომა” ჩხოროწყუში

რედაქტორი

ანაკლიას 4 ოქტომბერს ამერიკელი სტუმრები ეწვევიან

რედაქტორი

დატოვე კომენტარი