- ხმაური იყო დილიდან ზუგდიდის მერიაში, საიდანაც მედიის წარმომადგენლებთან ერთად სამოქალაქო მოძრაობა სამეგრელოს ხმის ლიდერი თენგიზ ჯგუშია გამოაგდეს. ჯგუშია მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან პასუხის მიღებას ითხოვდა, რომელიც ყოფილ ენგურქარხანაკომბინატის ტერიტორიაზე ცემეტის ქარხნის მშენებლობას ნებართვას ეხება.
ჯგუშიას ინფორმაციით, იქ სადაც დასახლებული პუნქტია ყველა სანიტარული და ეკოლოგიური ნორმების დარღვევით ცემენტის ქარხანა შენდება. მისი თქმით, ქარხანა ფაიფურის დასახლებაში უნდა აშენებულიყო, თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინიციატივით დასახლებაში გადმოიტანეს.