STV
რეგიონი

ხმაური ზუგდიდში – ქართული მარშის წევრები “ევროპულ საქართველოს” გუშინდელ ინციდენტზე პასუხს სთხოვენ

  • ხმაური იყო „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში, სადაც ,,ქართული მარშის” ერთერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი იმყოფებოდა. შიხიაშვილი ზუგდიდის მერობის კანდიდატისგან გიგი უგულავასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა.

როგორც შიხიაშვილმა მედიასთან განაცხადა, გუშინ ,,ევროპული საქართველოს” წევრმა მათ მაჟორიტარობის კანდიდატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ,,ქართულ მარშს” ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან ამავე პარტიის ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარე ბართლომე შელია დახვდა. მისი განცხადებით, ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი აქცია, რომელშიც იყენებენ ასეთ ელემენტებს, როგორიცაა „ქართული მარში“, პროპუტინური მოძრაობა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი გუშინ დაიწყო, რადგან მათ არ სურდათ გიგი უგულავა ყოფილიყო მიმდინარე მოვლენებში ჩართული, თუნდაც მაყურებლის პოზიციიდან.

Related posts

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რედაქტორი

“ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისთან პარტიის ლიდერებს ელოდებიან

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი