სპორტი

ხობელი მოჭიდავე საერთაშორისო პირველობის გამარჯვებულია

რუმინეთის ქალაქ კლუჟში გამართულ საერთაშორისო პირველობაზე წარმატებით იასპარეზა „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (მწვრთნელი სურაჯ გვასალია) და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ხობელი ფალავნი თანატოლთა შორის საქართველოს ჩემპიონიცაა. ის ამ ტიტულის მფლობელი მიმდინარე წლის მარტში, ქალაქ გურჯაანში გამართულ საქართველოს პირველობაზე გახდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნორჩ მოჭიდავეს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ წარმატებას.

Related posts

არქეოლოგიური ექსპედიციისა და სენაკის მერიის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

ანაკლიაში, გარდამავალ თასზე, კარატეს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა

dima

ზგდიდის მერი მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარების მიმდინარეობას გაეცნო

დატოვე კომენტარი