ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ნუგზარ წურწუმიამ.
ხობელმა ფალავანმა (55 კგ) ფინალურ შეხვედრაში ყაზახეთის წარმომადგენელი, ხორლან ზაკანშა 9:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.