კულტურა

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ლემზარ გაბელიას პოეტური კრებულის „უნაპირობა ნაპირად“ პრეზენტაცია გაიმართა

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ლემზარ გაბელიას პოეტური კრებულის „უნაპირობა ნაპირად“ პრეზენტაცია გაიმართა.

მწერალი და პედაგოგი ლემზარ გაბელია სოფელ ახალ ხიბულაში დაიბადა. 1967 წელს დაამთავრა ზუბის საშუალო სკოლა. 1967-1972 წლებში სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ისტორიისა და ფილოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. ლემზარ გაბელია წლების განმავლობაში ხამისკურის, ზუბის და ქალაქ ხობის N1 საშუალო სკოლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.

ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა, პოეტის მეგობრებმა და პედაგოგებმა კრებულიდან ლექსები წაიკითხეს და მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.

წიგნის პრეზენტაციას პოეტის შემოქმედებით დაინტერესებულ პირებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ.

პოეტი ახალ კრებულზე აქტიურად მუშაობს, რომლის გამოცემასაც სამომავლოდ გეგმავს.

Related posts

დავით ცინცაძე – ადამიანისთვის ყველაზე დიდი პატივისცემა ნდობაა

რედაქტორი

მსოფლიო ვარსკვლავი დევიდ გერეტი თბილისში კონცერტს გამართავს

რედაქტორი

ნეკა სებისკვერაძის სოლო კონცერტი სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი