ექსკლუზივი

ხობის მერობისთვის მმართველი გუნდი ლექსო თოდუას კანდიდატურას წარადგენს

მმართველმა გუნდმა ხობის მერობის კანდიდატად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი – ლექსო თოდუა შეარჩია. ამის შესახებ ინფორმაცია Stv -ს სამთავრობო უწყების წყარომ დაუდასტურა.

ლექსო თოდუა 2005-2007 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. სამრეწველო წარმოების ეკონომიკისა და მართვის სპეციალისტია. კვალიფიკაციით კი ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე. 2000-2004 წლებში სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე. სპეციალობა – სახელმწიფო და მუნიციპალური მართვა. აქვს ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი- სახელმწიფო მართვის მოხელის კვალიფიკაცით.

თოდუა, 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსია, 2018-2019 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ „სკოლამდელი დაწესებულებების და მომავალი თაობის საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრი“-ს დირექტორად, 2014-2019 წლებში – კერძო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა , 2018-2019 წწ – შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ზედამხედველი გახლდათ, 2018 წელს კი – შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ის ადმინისტრაციულ საკითხთა და მიმდინარე პროექტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში.

2017 წელს – შპს „ანაკლია 2017“-ის დირექტორი იყო. 2015-2016 წლებში ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი/დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, 2012-2018 წწ – შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე, 2011-2012 წლებში – სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“-ს ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი), 2010-2012 წლებში- შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, 2010 წელს – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსად მუშაობდა, ასევე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციაში ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო, სახელმწიფო შესყიდვებისა და სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად, 2006-2007 წლებში – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში იყო დასაქმებული, აპარატის საორგანიზაციო სამსახურის წამყვან სპეციალისტად, 2005-2006 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

Related posts

ექსკლუზივი: სამეგრელოს ვიცე გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

რედაქტორი

ექსკლუზივი: საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულად ხუბუა გაათავისუფლეს

რედაქტორი

მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს -ადგილზე ერთი გარდაიცვალა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი