ახალი ამბები რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში სპორტული მოედანი მოეწყო

ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი აშენდა.

ადმინისტრაციულ ერთეულში მოწყობილი სპორტული მოედანი ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელში სპორტული მოედნის მოწყობის ინიციატივით მერიას მომართა. სტადიონის მშენებლობაზე 117 000 ლარი დაიხარჯა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.

Related posts

ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

ანაკლიაში საოჯახო სასტუმრო უცხოელ ტურისტებს უფასოდ უმასპინძლებს

რედაქტორი

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი